ჩამოსასხმელი (Draft) ღვინო
განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ჩამოსასხმელ (Draft) ღვინოებს - ეს არის საოჯახო მეღვინეობის სრულიად ახალი დინამიკა. ჩამოსასხმელი ღვინო უნიკალურია თავისი ცოცხალი, ბუნებრივი ხასიათითა და მდიდარი გემოვნური ნიუანსებით, რომლებიც პირდაპირ კასრიდან მოდის. აქ თქვენ ირჩევთ არა მხოლოდ გემოს, არამედ რაოდენობასაც - ყიდულობთ ზუსტად იმ მოცულობას, რაც იმ დღის განწყობასა თუ სუფრას სჭირდება.