Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / ჭაჭა / ბიო ჭაჭა კლასიკური

ბიო ჭაჭა კლასიკური

50.00 GEL 40.00 GEL -20%
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: რქაწითელი
დაყენების მეთოდი: ჭაჭა
მოცულობა: 0.50 L
ალკოჰოლი: 40%
ფერი: თეთრი

აღწერა

კლასიკური მეთოდით გამოხდილი ტრადიციული ნატურალური (ბიო) ჭაჭა. დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. ხასიათდება გამჭვირვალე შეფერილობით, სუფთა, გამოკვეთილი ყურძნის არომატითა და ძლიერი, მდიდარი ხასიათით. გემოზე არის ჰარმონიული, ინტენსიური და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 4 ღვინო

მეღვინეობა კოლოტი

კახეთი

„მეღვინეობა კოლოტი“ — სერტიფიცირებული ბიო-მარანი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ალავერდთან ახლოს). მარანი აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ, ორგანულ ქვევრის ღვინოებსა და ხელნაკეთ პრემიუმ ჭაჭას (კლასიკურსა და მუხაში დავარგებულს).

მარანი შეიქმნა ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მეღვინეობის მკაცრი სტანდარტების დაცვით — ვენახიდან ბოთლამდე. „კოლოტის“ ქვევრის ქარვისფერმა და წითელმა ღვინოებმა (რქაწითელი, საფერავი) მალევე მოიპოვა უმაღლესი შეფასებები და პრესტიჟული ჯილდოები, მათ შორის მთავარი ტროფი WinExpo Georgia-ზე.