Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / ჭაჭა / ჭაჭა კლასიკური

ჭაჭა კლასიკური

40.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: რაჭა
დაყენების მეთოდი: ჭაჭა
მოცულობა: 0.50 L
ალკოჰოლი: 40%
ფერი: თეთრი

აღწერა

ტრადიციული მეთოდით გამოხდილი „ჭაჭა კლასიკური“. ხასიათდება სრულიად გამჭვირვალე შეფერილობით, სუფთა, მკაფიო არომატითა და ყურძნის ნარჩენების მსუბუქი ტონებით. გემოზე არის ძლიერი, ხავერდოვანი და გამოირჩევა ხანგრძლივი, თბილი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

ნაბერაული

რაჭა

„ნაბერაული ვაინსი“ — პრემიუმ კლასის რაჭული მეღვინეობა სოფელ სადმელში, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს გამორჩეულ ღვინოებს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისგან (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი, ცოლიკოური, რაჭული მწვანე). მარანი აერთიანებს რეგიონის უნიკალურ ტერუარს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ვაზის მოვლის ჭკვიან პრაქტიკას.

მარნის სახელი უკავშირდება მე-17–18 საუკუნეების ისტორიას, როდესაც რაჭის მთებში შემორჩენილ ბერების მარნებში ქართული ვაზის ჯიშები გაიხიზნა და გადარჩა. ამ მემკვიდრეობის პატივსაცემად კომპანიას „ნაბერაული“ ეწოდა. უახლესი ლაბორატორიითა და საწარმოო ხაზით აღჭურვილი მარნის მიზანია რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და ელიტარული ღვინის რეგიონის, საერთაშორისო რუკაზე დამკვიდრება.