Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

მწვანე

ფასის დიაპაზონი GEL

საქართველოში „მწვანე“ რამდენიმე განსხვავებულ აბორიგენულ თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშს აღნიშნავს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია მწვანე კახური და გორული მწვანე.

ვრცლად
  • 61 ღვინო კოლექციაში
ქვევრი

მწვანე 2024

გენას ღვინის მარანი
თეთრი მშრალი 13.4%
ქვევრი

მწვანე ქვევრი 2024

გენას ღვინის მარანი
ქარვისფერი მშრალი 12.5%
ქვევრი

მწვანე ქვევრი 2021

ქეი ჰოუმი
ქარვისფერი მშრალი 13.7%
ქვევრი

მწვანე 2024

კონჭო და კომპანია
თეთრი ნახევრად მშრალი 11.5%

მწვანე 2022

მეღვინეობა იყალთო
თეთრი მშრალი 11.5%

ავანდური ინანი (ქისი,მწვანე) 2024

ავანდი
თეთრი ნახევრად მშრალი 13.0%
ქვევრი
-30% ქვევრი

კისკისი მწვანე ქვევრი 2022

ნაბერაული
ქარვისფერი მშრალი 13.0%
ქვევრი
ღვინის შესახებ

მწვანე

ღვინოების ნახვა

საქართველოში „მწვანე“ რამდენიმე განსხვავებულ აბორიგენულ თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშს აღნიშნავს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია მწვანე კახური და გორული მწვანე.

მწვანე კახური (კახური მწვანე)

წარმოშობა და გავრცელება კახეთი (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, საგარეჯო).

თვისებები საშუალო ზრდის სიძლიერის ვაზი. მტევანი საშუალო წონისაა (160-175 გ). მარცვალი მოყვითალო-მწვანეა.

ღვინის ხასიათი იძლევა მაღალი ხარისხის არომატულ ღვინოს ციტრუსისა და ტროპიკული ხილის ტონებით, ასევე გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლითა და მჟავიანობით.

გამოყენება მზადდება როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქვევრის თეთრი მშრალი ღვინოები. შედის ცნობილი ღვინოების შემადგენლობაში: „მანავი“ (75%) და „წინანდალი“ (15%-მდე).

გორული მწვანე

წარმოშობა და გავრცელება ქართლი (ცნობილია ასევე სინონიმებით: სურამულა, კვიშხურა, ჯიშიანი მწვანე და სხვა).

თვისებები საშუალოზე დიდი მტევანი, მაღალი შაქროიანობით (23-24%). შედარებით მდგრადია ნაცრის მიმართ, ხოლო ჭრაქის მიმართ სუსტია.

გამოყენება გამოიყენება ხარისხიანი თეთრი მშრალი ღვინისა და შუშხუნა (შამპანურის ტიპის) ღვინის საბაზისოდ (ხშირად იზავება ჩინურთან ერთად).

მწვანე (რაჭული)

წარმოშობა აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში რაჭიდან, რომელიც ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა წარმოადგენს რეგიონულ ავთენტურ ჯიშს.