Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

მწვანე 2024

30.00 GEL
მარაგშია
1
სწრაფი მიწოდება ხორციელდება Bolt ბიზნესითBolt ბიზნესით
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: მწვანე
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 11.5%
მოსავლის წელი: 2024
SKU: 4867601703237
ფერი: თეთრი
მეღვინეობის შესახებ 19 ღვინო

კონჭო და კომპანია

კახეთი

„კონჭო და კომპანია“ - ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარანი ფლობს ვენახებს ყვარლისა და ქინძმარაულის გამორჩეულ მიკროზონებში, მდინარე დურუჯის შავი ფიქალით მდიდარ ნიადაგებზე, და ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინოების შექმნასა და იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაზე.

კონჭოშვილების მარნის ისტორია 1737 წლიდან იწყება, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის ინოხმა, კახაბერ კონჭოშვილმა, საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ საოჯახო მეღვინეობას (სიტყვა „კონჭო“ ძველ ქართულად ჯვარს ნიშნავს). 2001 წელს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ დააფუძნა შპს „კონჭო და კომპანია“, რამაც ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე მასშტაბი შესძინა. დღეს კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება სლოგანით - „აღმატებული ხარისხი“.

მსგავსი ღვინოები