აღწერა
მანავის მიკროზონაში კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო „მანავის მწვანე“ (2024), გამოხდილი მწვანეს ჯიშის ყურძნიდან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით, თეთრი ბლისა და მინდვრის ყვავილების დახვეწილი არომატით. გემოზე არის ჰარმონიული და კარგად დაბალანსებული.
მანავის მწვანე 2024

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
საქართველო — ღვინის სამშობლო და აკვანი, სადაც მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია ძველი წელთაღრიცხვის 6000 წლიდან იწყება. მარნეულის ველზე აღმოჩენილი 8000 წლის წინანდელი თიხის ქვევრის ნატეხები და მათზე არსებული ღვინის მჟავის კვალი მეცნიერულად ადასტურებს, რომ კაცობრიობამ ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის დაყენება პირველად სწორედ აქ, საქართველოს მიწაზე დაიწყო.
ქართული ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში, ძვ.წ. VI ათასწლეულში იწყება. არქეოლოგიური გათხრებისას „გადაჭრილ გორასა“ და „შულავერის გორაზე“ აღმოჩენილ თიხის ჭურჭელში მეცნიერებმა ყურძნის წიპწები და მეღვინეობის უტყუარი ქიმიური კვალი იპოვეს. ათასწლეულების განმავლობაში საქართველომ შეიმუშავა და შეინარჩუნა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი — ქვევრში მიწისქვეშა დავარგება, რაც დღეს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. ეს არის 8000-წლიანი უწყვეტი სიყვარულის ისტორია ვაზსა და ადამიანს შორის.