Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / ჭაჭა / ხილის მიქსი არაყი

ხილის მიქსი არაყი

35.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: გურია
მოცულობა: 0.50 L
ალკოჰოლი: 40%
ფერი: თეთრი

აღწერა

მუხის კასრში დავარგებული „ანასეული“ ხილის მიქსის დისტილატი. ხასიათდება დახვეწილი ქარვისფერით, ვანილისა და მწიფე ხილის მდიდარი, კომპლექსური არომატით, საოცრად რბილი გემოთი და ხანგრძლივი თბილი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

ანასეული

გურია

ანასეული — ტრადიციული გურული ხილის დისტილატები და ჭაჭა.
გურიის გულში, ოზურგეთში შექმნილი ბრენდი, რომელიც ადგილობრივ ხილსა და ჩხავერს აქცევს ნაზ, სუფთა და არომატულ სასმელებად.

ანასეული დაარსდა 2014–2015 წლებში გოჩა ჩხაიძის ინიციატივით, გურიის ისტორიულ სოფელ ანასეულში, ძველი ჩაის ქარხნის ბაზაზე. ადგილი შემთხვევით არ არის არჩეული — გურია ჩხაიძეების საგვარეულო სამშობლოა და აქ ხილის არაყის (ოტკას) ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.

კომბინატი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუმცა წარმოება ეყრდნობა ძველ გურულ რეცეპტებსა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს. აქ იქმნება როგორც კლასიკური ჭაჭა ჩხავერისგან, ისე ხილის დისტილატები: ატამი, მსხალი, ტყემალი, ხურმა, ციტრუსი, ფეიხოა და სხვა ადგილობრივი ხილი.