აღწერა
მუხის კასრში დავარგებული „ანასეული“ პრემიუმ დისტილატი. ხის კასრთან კონტაქტის შედეგად სასმელი იძენს დახვეწილ ოქროსფერს, ვანილისა და სანელებლების ნაზ არომატს. ხანგრძლივი დავარგება მას განსაკუთრებულ სიღრმეს, რბილ, ხავერდოვან გემოსა და ხანგრძლივ დაბოლოებას ანიჭებს.
ტყემლის არაყი

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
ანასეული — ტრადიციული გურული ხილის დისტილატები და ჭაჭა.
გურიის გულში, ოზურგეთში შექმნილი ბრენდი, რომელიც ადგილობრივ ხილსა და ჩხავერს აქცევს ნაზ, სუფთა და არომატულ სასმელებად.
ანასეული დაარსდა 2014–2015 წლებში გოჩა ჩხაიძის ინიციატივით, გურიის ისტორიულ სოფელ ანასეულში, ძველი ჩაის ქარხნის ბაზაზე. ადგილი შემთხვევით არ არის არჩეული — გურია ჩხაიძეების საგვარეულო სამშობლოა და აქ ხილის არაყის (ოტკას) ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.
კომბინატი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუმცა წარმოება ეყრდნობა ძველ გურულ რეცეპტებსა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს. აქ იქმნება როგორც კლასიკური ჭაჭა ჩხავერისგან, ისე ხილის დისტილატები: ატამი, მსხალი, ტყემალი, ხურმა, ციტრუსი, ფეიხოა და სხვა ადგილობრივი ხილი.