Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / ჩამოსასხმელი ღვინო - რქაწითელი კლასიკური 2024

ჩამოსასხმელი ღვინო - რქაწითელი კლასიკური 2024

6.50 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: რქაწითელი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 1.00 L
ალკოჰოლი: 12.5%
ფერი: თეთრი

აღწერა

ჩამოსასხმელი რქაწითელი (2024). კლასიკური (ევროპული) მეთოდით — მხოლოდ ყურძნის წვენისგან — დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ჩალისფერითა და ლიმონათის ცინცხალი ტონებით. გემოზე მსუბუქი და ჰარმონიულია. ძალიან უხდება თევზს, ზღვის პროდუქტებსა და შემწვარ ქათმის ხორცს.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

მეღვინეობა ლენტო - ბრიცა

კახეთი

„ბრიცა“ — ახალი თაობის ქართული კრაფტ-მარანი კახეთიდან, რომელიც ბაზარზე ცნობილია ბრენდით „ღვინო ლენტო“. მარანი ოსტატურად აერთიანებს კახეთის მეღვინეობის მდიდარ ტრადიციებსა და თანამედროვე, დახვეწილ მიდგომებს.

მარანი მდებარეობს გურჯაანის მიკროზონაში. მისი დამფუძნებელი და მთავარი მეღვინეა ოთარ ბიბილეიშვილი, რომელიც საერთაშორისო კონკურსის მიერ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინეთა შორის დასახელდა. სახელწოდება „ლენტო“ მუსიკალური ტერმინიდან (ნელა, მშვიდად) მომდინარეობს და ხაზს უსვამს ღვინის ბუნებრივი ტემპით დაძველებისა და მშვიდად ტკბობის ფილოსოფიას. „ბრიცა“ აწარმოებს როგორც ტრადიციულ ქვევრის ქარვისფერ და წითელ ღვინოებს, ისე ევროპული სტილის ხაზს ადგილობრივი კახური ჯიშებისგან (საფერავი, ქისი, კახური მწვანე). ბრენდის ღვინოები რეგულარულად იმსახურებს საერთაშორისო აღიარებასა და ჯილდოებს.