Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინოები / კაბერნე სოვინიონი 2019

კაბერნე სოვინიონი 2019

29.50 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: კაბერნე სოვინიონი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
SKU: 4860117800100

აღწერა

კაბერნე სოვინიონი (2019). დავარგებული წითელი მშრალი ღვინო მუქი ლალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა შავი მოცხარის, მაყვლის, მუხისა და მსუბუქი სანელებლების არომატით. გემოზე არის სხეულიანი, მდიდარი ტანინებითა და ხანგრძლივი, ხავერდოვანი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 10 ღვინო

მეღვინეობა იყალთო

კახეთი

„იყალთოს მეღვინეობა“ არის პრემიუმ კლასის საოჯახო მარანი კახეთში, რომელიც აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს. კომპანია ფლობს 65 ჰექტარამდე საკუთარ ვენახებს იყალთოსა და რუისპირის გამორჩეულ ტერუარებზე. მარანი აწარმოებს როგორც ქვევრის ტრადიციულ, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებულ უმაღლესი ხარისხის ღვინოებს, რომელთა 80% წარმატებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში.

მარნის შექმნის იდეა სათავეს იღებს მე-12 საუკუნის იყალთოს ლეგენდარული აკადემიიდან, სადაც ღვინის დაყენება და მეღვინეობის მეცნიერული შესწავლა კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. დამფუძნებლებმა მარანი საკუთარი წინაპრების ისტორიულ მიწაზე აღადგინეს, რითაც გააცოცხლეს მე-19 საუკუნიდან მომავალი საგვარეულო ტრადიციები. დღეს „იყალთოს მეღვინეობა“ ამ დიდებული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გაგრძელებაა, რომელიც მსოფლიოს უზიარებს კახური მიწის ავთენტურ გემოს.