აღწერა
გამორჩეული ხასიათის წითელი მშრალი ღვინო, რომელიც დამზადებულია კახეთში, ახოების სახელგანთქმული ვენახებიდან მოწეული საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან (2024 წლის მოსავალი). ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობითა და შავი კენკრის, მწიფე ალუბლისა და ნაზი სანელებლების მდიდარი ბუკეტით.
ახოები 2024

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ავთანდილის მეღვინეობა“ — კახური ბუტიკური მარანი სოფელ კარდანახიდან, რომელიც ავთანდილ ირომაშვილმა 2021 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს მაღალი ხარისხის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს კარდანახის, ახოებისა და წარაფის გამორჩეული მიკროზონებიდან.
ბრენდი ოფიციალურად 2021 წელს ჩამოყალიბდა და ორიენტირებულია ადგილწარმოშობის ღვინოების შექმნაზე. მცირე საოჯახო წარმოება წლიურად 3,000–4,000 ბოთლს უშვებს, თუმცა ვენახების ეტაპობრივი გაშენებით წარმადობის გაზრდას 100 ტონამდე გეგმავს. ადგილობრივ ბაზართან ერთად მარანმა აქტიურად დაიწყო საექსპორტო არეალის გაფართოება ევროპაში (იტალია, გერმანია). ასორტიმენტშია: „წარაფი“, „ქვევრის რქაწითელი“, „საფერავი“, „ქვევრის ალადასტური“, „ალადასტური როზე“ და ბუნებრივად ტკბილი „გვიანი მოსავალი“.