აღწერა
„მწვანე ცქრიალა“ (2020) — კახური თეთრი ცქრიალა მშრალი ღვინოა მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა ჩალისფერი შეფერილობით, ბრიოშისა და მწვანე ვაშლის არომატებით, ცინცხალი და გამოხატული მჟავიანობით.
ცქრიალა ღვინო მწვანე 2020
აღწერა
„მწვანე ცქრიალა“ (2020) — კახური თეთრი ცქრიალა მშრალი ღვინოა მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა ჩალისფერი შეფერილობით, ბრიოშისა და მწვანე ვაშლის არომატებით, ცინცხალი და გამოხატული მჟავიანობით.
ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ორგო - თელედა“ კახეთში, თელავში მდებარე არტიზანული მეღვინეობაა, რომელიც ქვევრის უძველეს ქართულ ტრადიციასა და თანამედროვე ენოლოგიურ ხედვას აერთიანებს. ბრენდი ცნობილია ძველი ვენახებიდან მიღებული, ენდემური ჯიშებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ქვევრისა და კლასიკური ღვინოებით.
„ორგო - თელედა“ 2012 წელს ცნობილმა ქართველმა მეღვინემ, გოგი დაქიშვილმა და ღვინის იმპორტიორმა, მამუკა წერეთელმა დააარსეს. ბრენდს საფუძვლად უდევს დაქიშვილების ოჯახის საუკუნოვანი მეღვინეობის გამოცდილება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში სიმონ დაქიშვილმა დაიწყო და დღეს თაობიდან თაობას გადაეცემა. მარნის სახელწოდება სიმბოლურია: „თელედა“ თელავის ანტიკური სახელია, ხოლო „ორგო“ ქვევრის ტრადიციულ ბრტყელ ქვის სარქველს ნიშნავს. ეტიკეტზე გამოსახული ბორჯღალი კი მზის უწყვეტი ენერგიისა და სიცოცხლის განახლების სიმბოლოა.