„ორგო - თელედა“ კახეთში, თელავში მდებარე არტიზანული მეღვინეობაა, რომელიც ქვევრის უძველეს ქართულ ტრადიციასა და თანამედროვე ენოლოგიურ ხედვას აერთიანებს. ბრენდი ცნობილია ძველი ვენახებიდან მიღებული, ენდემური ჯიშებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ქვევრისა და კლასიკური ღვინოებით.
ისტორია
„ორგო - თელედა“ 2012 წელს ცნობილმა ქართველმა მეღვინემ, გოგი დაქიშვილმა და ღვინის იმპორტიორმა, მამუკა წერეთელმა დააარსეს. ბრენდს საფუძვლად უდევს დაქიშვილების ოჯახის საუკუნოვანი მეღვინეობის გამოცდილება, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში სიმონ დაქიშვილმა დაიწყო და დღეს თაობიდან თაობას გადაეცემა. მარნის სახელწოდება სიმბოლურია: „თელედა“ თელავის ანტიკური სახელია, ხოლო „ორგო“ ქვევრის ტრადიციულ ბრტყელ ქვის სარქველს ნიშნავს. ეტიკეტზე გამოსახული ბორჯღალი კი მზის უწყვეტი ენერგიისა და სიცოცხლის განახლების სიმბოლოა.
გალერეა
ღვინოები 4
ყველა კატალოგშისხვა მეღვინეობები
ყველა მეღვინეობაკონჭო და კომპანია
კახეთი „კონჭო და კომპანია“ — ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარან… 19 ღვინო
კახეთი