აღწერა
„ოყურეშის უსახელაური“ (2025) სასაჩუქრე შეფუთვით - ლეჩხუმის იშვიათი წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოა უსახელაურის ჯიშისგან. გამოირჩევა ლალისფერით, ტყის კენკრისა და ალუბლის არომატებით, ბუნებრივი სიტკბოთა და ჰარმონიული გემოთი.
ოყურეშის უსახელაური 2025 სასაჩუქრე შეფუთვით
ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„უსახელაურის ვენახები“ (Usakhelauri Vineyards) არის პრემიუმ კლასის ქართული მეღვინეობა, რომელიც ლეჩხუმის უნიკალურ მიკროზონაში, სოფელ ოყურეშში მოყვანილი იშვიათი ვაზის ჯიშისგან - უსახელაურისგან ამზადებს ექსკლუზიურ ღვინოს. კომპანია აწარმოებს შეზღუდული რაოდენობის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და მშრალ წითელ ღვინოებს მხოლოდ საკუთარი ვენახების მოსავლიდან.
კომპანია „უსახელაურის ვენახები“ 2001 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ გადაერჩინა და აღედგინა გადაშენების პირას მყოფი უძველესი ლეჩხუმური ვაზის ჯიში - უსახელაური. კომპანიამ სოფელ ოყურეშის ციცაბო ფერდობებზე ეტაპობრივად გააშენა საკუთარი ვენახები და ტრადიციული ქართული მეღვინეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, 2009 წელს პირველი ბოთლირებული მოსავალი გამოუშვა. დღესდღეობით კომპანია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირადღირებულ ღვინოს წარმოადგენს.