Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / საფერავი რეზერვი 2020

საფერავი რეზერვი 2020

60.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
ფერი: წითელი

აღწერა

„საფერავი რეზერვი“ (2020) — კლასიკური წითელი მშრალი ღვინოა ხაშმის ზონის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დავარგებული ფრანგულ მუხის კასრში 36 თვის განმავლობაში. გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით, კენკრის, შავი მოცხარისა და მუხის არომატებით, ასევე ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 15 ღვინო

ფერაძის მეღვინეობა

ქართლი

„მეღვინეობა ფერაძე“— პრემიუმ კლასის ქართული მარანი მცხეთაში (არმაზი), რომელიც ირაკლი ფერაძემ 2017 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს 15 სახეობის გამორჩეულ ღვინოს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რჩეული ყურძნის ჯიშებისგან, აერთიანებს 8000-წლიან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ ტექნოლოგიებს.

მარანი საოჯახო ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე წლიურად 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებდა. მაღალი ხარისხისა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, 2024 წელს კომპანიამ არმაზში გახსნა ულტრათანამედროვე საწარმოო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და მაღაზიას. დღეს წარმოება წლიურად 80,000–100,000 ბოთლს აღწევს და მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.