Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / ალექსანდროული 2022

ალექსანდროული 2022

67.00 GEL 49.30 GEL -26%
მარაგშია
1
რეგიონი: რაჭა
ყურძნის ჯიში: ალექსანდროული
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
ფერი: წითელი

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული წითელი მშრალი ღვინო „ალექსანდროული“ (2022) რაჭიდან. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, ალუბლისა და წითელი მოცხარის მკაფიო არომატით. გემოზე არის ხალისიანი, ცოცხალი და გამოირჩევა სასიამოვნო, ცინცხალი მჟავიანობით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

ნაბერაული

რაჭა

„ნაბერაული ვაინსი“ — პრემიუმ კლასის რაჭული მეღვინეობა სოფელ სადმელში, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს გამორჩეულ ღვინოებს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისგან (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი, ცოლიკოური, რაჭული მწვანე). მარანი აერთიანებს რეგიონის უნიკალურ ტერუარს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ვაზის მოვლის ჭკვიან პრაქტიკას.

მარნის სახელი უკავშირდება მე-17–18 საუკუნეების ისტორიას, როდესაც რაჭის მთებში შემორჩენილ ბერების მარნებში ქართული ვაზის ჯიშები გაიხიზნა და გადარჩა. ამ მემკვიდრეობის პატივსაცემად კომპანიას „ნაბერაული“ ეწოდა. უახლესი ლაბორატორიითა და საწარმოო ხაზით აღჭურვილი მარნის მიზანია რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და ელიტარული ღვინის რეგიონის, საერთაშორისო რუკაზე დამკვიდრება.