Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / ყვარელი სპეციალური რეზერვი 2019

ყვარელი სპეციალური რეზერვი 2019

352.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
ალკოჰოლი: 14%
ფერი: წითელი

აღწერა

„ყვარელი სპეციალური რეზერვი“ (2019) — წითელი მშრალი ღვინოა ყვარლის საფერავისგან, დავარგებული მუხის კასრში. გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით, შავი ხილისა და მუხის არომატებით, ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 19 ღვინო

კონჭო და კომპანია

კახეთი

„კონჭო და კომპანია“ — ელიტარული ქართული ღვინის მწარმოებელი მარანი ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. მარანი ფლობს ვენახებს ყვარლისა და ქინძმარაულის გამორჩეულ მიკროზონებში, მდინარე დურუჯის შავი ფიქალით მდიდარ ნიადაგებზე, და ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინოების შექმნასა და იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაზე.

კონჭოშვილების მარნის ისტორია 1737 წლიდან იწყება, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის ინოხმა, კახაბერ კონჭოშვილმა, საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ საოჯახო მეღვინეობას (სიტყვა „კონჭო“ ძველ ქართულად ჯვარს ნიშნავს). 2001 წელს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ დააფუძნა შპს „კონჭო და კომპანია“, რამაც ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე მასშტაბი შესძინა. დღეს კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება სლოგანით — „აღმატებული ხარისხი“.