აღწერა
„საფერავი რეზერვი“ (2022) — კახური წითელი მშრალი ღვინოა, დავარგებული ქვევრსა და მუხის კასრში. გამოირჩევა ალუბლისფერი შეფერილობით, მაყვლისა და ვანილის არომატებით, ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
საფერავი რეზერვი 2022

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ბაბუნიძის ღვინოები“ თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარე მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც მხოლოდ ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოების წარმოებაზეა ორიენტირებული. მეღვინეობა ფლობს 10 ჰექტარ ვენახს კახეთში და ყურძენს ჭაჭაზე 5–6 თვის განმავლობაში ავარგებს.
ბაბუნიძეების ოჯახი ტრადიციებით მეღვინეები არიან — მათი წინაპარი, იოსებ ბაბუნიძე, ერთ-ერთი პირველი ქართველი მეღვინე იყო, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე გაიტანა და 1885 წელს თელავში ღვინის ქარხანა დააარსა. თანამედროვე მარანი კი 2016 წელს დააფუძნა მეღვინე გიორგი ბაბუნიძემ, რომელმაც განათლება საქართველოსა და გერმანიაში მიიღო. დღეს მეღვინეობა აგრძელებს საუკუნოვან საოჯახო ტრადიციას და 120 წლის წინ ჩაყრილი ვენახებიდანაც კი აწარმოებს უნიკალურ ქვევრის ღვინოებს, მათ შორის საფერავს, რქაწითელს, ხიხვსა და ქისს.