Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / ხიხვი რეზერვი 2022

ხიხვი რეზერვი 2022

70.00 GEL
მარაგშია
1
სწრაფი მიწოდება ხორციელდება Bolt ბიზნესითBolt ბიზნესით
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: ხიხვი
დაყენების მეთოდი: ქვევრი / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12%
მოსავლის წელი: 2022
SKU: 4860117950089

აღწერა

„ხიხვი რეზერვი“ (2022) — კახური ქარვისფერი მშრალი ღვინოა, დავარგებული ქვევრსა და მუხის კასრში. გამოირჩევა ქარვისფერი შეფერილობით, კომშის, მწიფე მსხლისა და ვანილის არომატებით, მსუბუქი მჟავიანობითა და ხავერდოვანი ტექსტურით.

მეღვინეობის შესახებ 7 ღვინო

ბაბუნიძის ღვინოები

კახეთი

„ბაბუნიძის ღვინოები“ თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარე მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც მხოლოდ ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოების წარმოებაზეა ორიენტირებული. მეღვინეობა ფლობს 10 ჰექტარ ვენახს კახეთში და ყურძენს ჭაჭაზე 5–6 თვის განმავლობაში ავარგებს.

ბაბუნიძეების ოჯახი ტრადიციებით მეღვინეები არიან — მათი წინაპარი, იოსებ ბაბუნიძე, ერთ-ერთი პირველი ქართველი მეღვინე იყო, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე გაიტანა და 1885 წელს თელავში ღვინის ქარხანა დააარსა. თანამედროვე მარანი კი 2016 წელს დააფუძნა მეღვინე გიორგი ბაბუნიძემ, რომელმაც განათლება საქართველოსა და გერმანიაში მიიღო. დღეს მეღვინეობა აგრძელებს საუკუნოვან საოჯახო ტრადიციას და 120 წლის წინ ჩაყრილი ვენახებიდანაც კი აწარმოებს უნიკალურ ქვევრის ღვინოებს, მათ შორის საფერავს, რქაწითელს, ხიხვსა და ქისს.