Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ციცქა ბრუტი 2022

45.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: იმერეთი
ყურძნის ჯიში: ციცქა
დაყენების მეთოდი: ცქრიალა
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 11%
ფერი: თეთრი

აღწერა

ციცქა ბრუტი (2022). კლასიკური მეთოდით დაყენებული იმერული თეთრი ცქრიალა ღვინო. გამოირჩევა მწვანე ვაშლისა და ციტრუსის ცოცხალი ნოტებით, წვრილი, ხანგრძლივი პერლაჟით, ხალასი მჟავიანობითა და მშრალი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 10 ღვინო

ჭური ჩინებული

იმერეთი

„ჭური ჩინებული“ — იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში მდებარე მცირე მარანი. მეღვინეობა აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ღვინოებს ადგილობრივი, უძველესი იმერული ვაზის ჯიშებისგან როგორც ტრადიციული ჭურის (იმერული ქვევრი), ისე ევროპული მეთოდით.

მარანი დაფუძნდა იმერეთში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „ჭური ჩინებულმა“ ყურადღება გაამახვილა სვირის ისტორიული მიკროზონის აღორძინებაზე. კომპანიამ შეძლო ტრადიციული ჭურის ტექნოლოგიისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების სინთეზი, რამაც საშუალება მისცა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ადგილობრივი ჯიშებისგან (ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური საფერე) დამზადებული გამორჩეული ღვინოები, ჭაჭა და ინოვაციური პროდუქტები, მათ შორის უალკოჰოლო ღვინო.