Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / როზე / ოჯალეში კრახუნა 2024

ოჯალეში კრახუნა 2024

39.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: იმერეთი
ყურძნის ჯიში: კრახუნა, ოჯალეში
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 14%
ფერი: როზე

აღწერა

კრახუნა • ოჯალეში (2024). კლასიკური მეთოდით დაყენებული ვარდისფერი მშრალი კუპაჟი (85% კრახუნა, 15% ოჯალეში), მკრთალი ორაგულისფერი შეფერილობით. გამოირჩევა ციტრუსის, ყვითელი ხილისა და წითელი კენკრის ცოცხალი ნოტებით, ხალასი მჟავიანობით, მსუბუქი სხეულითა და გამაგრილებელი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 10 ღვინო

ჭური ჩინებული

იმერეთი

„ჭური ჩინებული“ — იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში მდებარე მცირე მარანი. მეღვინეობა აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ღვინოებს ადგილობრივი, უძველესი იმერული ვაზის ჯიშებისგან როგორც ტრადიციული ჭურის (იმერული ქვევრი), ისე ევროპული მეთოდით.

მარანი დაფუძნდა იმერეთში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „ჭური ჩინებულმა“ ყურადღება გაამახვილა სვირის ისტორიული მიკროზონის აღორძინებაზე. კომპანიამ შეძლო ტრადიციული ჭურის ტექნოლოგიისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების სინთეზი, რამაც საშუალება მისცა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ადგილობრივი ჯიშებისგან (ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური საფერე) დამზადებული გამორჩეული ღვინოები, ჭაჭა და ინოვაციური პროდუქტები, მათ შორის უალკოჰოლო ღვინო.

მსგავსი ღვინოები