აღწერა
შავკაპიტო • ოჯალეში (2024). კლასიკური წითელი მშრალი კუპაჟი (75% შავკაპიტო, 25% ოჯალეში), ლალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა ველური კენკრის, წითელი მოცხარისა და მსუბუქი სანელებლების ნოტებით, ცოცხალი მჟავიანობით, რბილი ტანინებითა და ხალასი დაბოლოებით.
შავკაპიტო ოჯალეში 2024

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ჭური ჩინებული“ — იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში მდებარე მცირე მარანი. მეღვინეობა აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ღვინოებს ადგილობრივი, უძველესი იმერული ვაზის ჯიშებისგან როგორც ტრადიციული ჭურის (იმერული ქვევრი), ისე ევროპული მეთოდით.
მარანი დაფუძნდა იმერეთში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „ჭური ჩინებულმა“ ყურადღება გაამახვილა სვირის ისტორიული მიკროზონის აღორძინებაზე. კომპანიამ შეძლო ტრადიციული ჭურის ტექნოლოგიისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების სინთეზი, რამაც საშუალება მისცა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ადგილობრივი ჯიშებისგან (ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური საფერე) დამზადებული გამორჩეული ღვინოები, ჭაჭა და ინოვაციური პროდუქტები, მათ შორის უალკოჰოლო ღვინო.