Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / ჩხავერი ჩქეფი 2021

ჩხავერი ჩქეფი 2021

60.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: იმერეთი
ყურძნის ჯიში: ჩხავერი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.5%
ფერი: თეთრი

აღწერა

ჩხავერი ჩქეფი (2021). თეთრი მშრალი ღვინო გურიიდან (ამაღლება), დამზადებული ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით. ხასიათდება მარწყვისა და ჩაის ნაზი არომატით. გემოზე გამოირჩევა წითელი კენკრისა და მცენარეული ნოტების ჰარმონიული შერწყმით, ხალისიანი და ცოცხალი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 10 ღვინო

მევენახეობა დოლიძე

გურია

„მევენახეობა დოლიძე“ არის პრემიუმ კლასის საოჯახო მარანი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში. მარანი ორიენტირებულია მივიწყებული, უნიკალური გურული ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენასა და მათგან მაღალი ხარისხის, გამორჩეული ღვინოების შექმნაზე. აქ მზადდება ისეთი იშვიათი და ტრადიციული ღვინოები, როგორებიცაა ჩხავერი (როზე და ქვევრი), სხილათუბანი, საკმიელა, ცოლიკაური და ციცქა.

მარნის შექმნის იდეა სათავეს იღებს ოჯახური ტრადიციებიდან და მხარის უსაზღვრო სიყვარულიდან. დამფუძნებლის, ამირან დოლიძის უდიდესი სურვილი — გაცოცხლებულიყო გურიის მეღვინეობის ძველი დიდება — რეალობად იქცა, როდესაც სოფელ შუა ამაღლებაში ახალი ვენახები გაშენდა. „დოლიძის ვენახები“ ორგანულად აერთიანებს გურული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქვევრის ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, რითაც ახალ სიცოცხლეს სძენს დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის კულტურას.