აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო „კრახუნა“ (2021) იმერეთიდან, სოფელ მეორე სვირიდან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით, გამოკვეთილი მინერალური ტონებითა და ციტრუსის არომატით. გემოზე არის ცინცხალი, ხალისიანი და ხასიათდება გამოხატული, სასიამოვნო მჟავიანობით.
კრახუნა 2021

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„მევენახეობა დოლიძე“ არის პრემიუმ კლასის საოჯახო მარანი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში. მარანი ორიენტირებულია მივიწყებული, უნიკალური გურული ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენასა და მათგან მაღალი ხარისხის, გამორჩეული ღვინოების შექმნაზე. აქ მზადდება ისეთი იშვიათი და ტრადიციული ღვინოები, როგორებიცაა ჩხავერი (როზე და ქვევრი), სხილათუბანი, საკმიელა, ცოლიკაური და ციცქა.
მარნის შექმნის იდეა სათავეს იღებს ოჯახური ტრადიციებიდან და მხარის უსაზღვრო სიყვარულიდან. დამფუძნებლის, ამირან დოლიძის უდიდესი სურვილი — გაცოცხლებულიყო გურიის მეღვინეობის ძველი დიდება — რეალობად იქცა, როდესაც სოფელ შუა ამაღლებაში ახალი ვენახები გაშენდა. „დოლიძის ვენახები“ ორგანულად აერთიანებს გურული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქვევრის ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, რითაც ახალ სიცოცხლეს სძენს დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის კულტურას.