Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / ჩხავერი • ციცქა 2021

ჩხავერი • ციცქა 2021

42.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: გურია
ყურძნის ჯიში: ციცქა, ჩხავერი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13%
ფერი: თეთრი

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი მშრალი კუპაჟი „ჩხავერი • ციცქა“ (2021). ყურძენი მოწეულია გურიიდან (სოფელი ამაღლება) და იმერეთიდან (სოფელი მეორე სვირი). ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობითა და ნაზი ყვავილოვანი არომატით. გემოზე არის ცინცხალი, ხალისიანი მჟავიანობითა და სასიამოვნო, საშუალო დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 10 ღვინო

მევენახეობა დოლიძე

გურია

„მევენახეობა დოლიძე“ არის პრემიუმ კლასის საოჯახო მარანი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში. მარანი ორიენტირებულია მივიწყებული, უნიკალური გურული ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენასა და მათგან მაღალი ხარისხის, გამორჩეული ღვინოების შექმნაზე. აქ მზადდება ისეთი იშვიათი და ტრადიციული ღვინოები, როგორებიცაა ჩხავერი (როზე და ქვევრი), სხილათუბანი, საკმიელა, ცოლიკაური და ციცქა.

მარნის შექმნის იდეა სათავეს იღებს ოჯახური ტრადიციებიდან და მხარის უსაზღვრო სიყვარულიდან. დამფუძნებლის, ამირან დოლიძის უდიდესი სურვილი — გაცოცხლებულიყო გურიის მეღვინეობის ძველი დიდება — რეალობად იქცა, როდესაც სოფელ შუა ამაღლებაში ახალი ვენახები გაშენდა. „დოლიძის ვენახები“ ორგანულად აერთიანებს გურული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქვევრის ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, რითაც ახალ სიცოცხლეს სძენს დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის კულტურას.