Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / კახური მწვანე (სისხამი) 2022

კახური მწვანე (სისხამი) 2022

35.00 GEL
მარაგშია
1+1 აქცია იყიდე 1 - მეორე საჩუქრად ყოველ შეძენილ ბოთლზე, ერთი ბოთლი საჩუქრად
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: მწვანე
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 14%
ფერი: თეთრი

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო „კახური მწვანე“ (2022) კახეთიდან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით, მინდვრის ყვავილებისა და ციტრუსის გამოხატული არომატით. გემოზე არის მსუბუქი სხეულის, ცოცხალი და ხასიათდება სასიამოვნო, მაბალანსებელი სიმჟავით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 14 ღვინო

მეღვინეობა ეკლიპსე

კახეთი

„ეკლიპსე“ — თანამედროვე პრემიუმ კლასის მეღვინეობა კახეთში, ყვარელში (ქინძმარაულის მიკროზონა). კომპანია ფლობს 35 ჰექტარ ვენახს ნეკრესის ისტორიულ ფერდობებზე და აწარმოებს საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ კლასიკურ და ქვევრის ღვინოებს ქართული (საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი) და ევროპული ვაზის ჯიშებისგან.

მეღვინეობა დააფუძნეს IT ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, რომელთაც კალიფორნიის, საფრანგეთისა და იტალიის წამყვანი მარნების გამოცდილება საქართველოში გადმოიტანეს. 2019 წლიდან კომპანიამ გააშენა იტალიური სანერგედან (VCR) ჩამოტანილი და ადგილობრივი ნერგები, აღიჭურვა წამყვანი ევროპული ტექნოლოგიებით (Bucher Vaslin, Seguin Moreau, Artenova-ს ამფორები) და ააშენა 20-ქვევრიანი თანამედროვე მარანი. პირველივე მოსავლიდან (2020) „ეკლიპსეს“ ღვინოებმა („ცისკარი“, „ალიონი“, „ფელიზი“, „ესაბი“) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე, როგორიცაა Decanter, IWSC, London Wine Competition და სხვა.