აღწერა
ქისი (2023) კლასიკური მეთოდით დაყენებული და მუხის კასრში დავარგებული თეთრი მშრალი ღვინო კახეთიდან, ჩალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა თეთრი ხილისა და ნაზი სანელებლების არომატებით, მაღალი, ცოცხალი მჟავიანობითა და მსუბუქი, სუფთა დაბოლოებით.
ქისი - ალიონი ნობლე 2023

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ეკლიპსე“ — თანამედროვე პრემიუმ კლასის მეღვინეობა კახეთში, ყვარელში (ქინძმარაულის მიკროზონა). კომპანია ფლობს 35 ჰექტარ ვენახს ნეკრესის ისტორიულ ფერდობებზე და აწარმოებს საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ კლასიკურ და ქვევრის ღვინოებს ქართული (საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი) და ევროპული ვაზის ჯიშებისგან.
მეღვინეობა დააფუძნეს IT ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, რომელთაც კალიფორნიის, საფრანგეთისა და იტალიის წამყვანი მარნების გამოცდილება საქართველოში გადმოიტანეს. 2019 წლიდან კომპანიამ გააშენა იტალიური სანერგედან (VCR) ჩამოტანილი და ადგილობრივი ნერგები, აღიჭურვა წამყვანი ევროპული ტექნოლოგიებით (Bucher Vaslin, Seguin Moreau, Artenova-ს ამფორები) და ააშენა 20-ქვევრიანი თანამედროვე მარანი. პირველივე მოსავლიდან (2020) „ეკლიპსეს“ ღვინოებმა („ცისკარი“, „ალიონი“, „ფელიზი“, „ესაბი“) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე, როგორიცაა Decanter, IWSC, London Wine Competition და სხვა.