აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული წითელი მშრალი ღვინო „ალექსანდროული“ (2024) რაჭიდან, საოჯახო მარან „ენოვანი“-სგან. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, წითელი ხილისა და მოცვის საშუალო ინტენსივობის არომატით. გემოზე არის სასიამოვნო, საშუალო სხეულითა და მსუბუქი დაბოლოებით.
ალექსანდროული 2023

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ენოვანი“ არის გამორჩეული საოჯახო მარანი რაჭიდან, კერძოდ, ლეგენდარული სოფელ ხვანჭკარიდან. ბრენდი აერთიანებს რაჭული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე, ნოვატორულ ხედვას. ტრადიციულ ყურძნის ღვინოებთან ერთად, „ენოვანის“ სავიზიტო ბარათად იქცა პრემიუმ ხარისხის ალუბლის ღვინო, რომელმაც ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა თქვა. ბრენდის მთავარი ფილოსოფიაა ხელნაკეთი, ავთენტური და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე სასმელების შექმნა.
მარნის ისტორია სათავეს იღებს ულამაზეს რაჭაში, სადაც ყურძნისა და ხილის კულტურის მოვლა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. „ენოვანის“ დაარსება უკავშირდება იდეას — წარმოჩენილიყო რაჭული ტერუარის უნიკალურობა არა მხოლოდ კლასიკური ხვანჭკარით ან ალექსანდროულით, არამედ ახალი, ექსპერიმენტული მიმართულებით. წლების წინ, ოჯახურ მარანში დაწყებული ალუბლის ღვინის ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალევე გადაიზარდა ოფიციალურ ბრენდად. დღეს „ენოვანი“ მცირე, მაგრამ მაღალტექნოლოგიური საოჯახო წარმოებაა, რომელიც ინარჩუნებს ხარისხის მკაცრ კონტროლს და თითოეულ ბოთლში აქსოვს რაჭული მიწის სითბოსა და სიყვარულს.