Wine Store Orbeliani

ქისი რეზერვი 2020

33.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: ქისი
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 14%
SKU: 4860110400048

აღწერა

ქისი რეზერვი (2024), გიოს მარანი. ქვევრის ქარვისფერი მშრალი ღვინო ოქროსფერი შეფერილობით. გამოირჩევა თეთრი ხილისა და კარამელის სასიამოვნო არომატებით. გემოზე არის საშუალო სხეულიანი, ჰარმონიული და რბილი, მრგვალი ტანინებით დაბალანსებული.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 2 ღვინო

გიოს მარანი

კახეთი

„გიოს მარანი“ არის ქართული ღვინის ბუტიკური ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ხედვას. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებულ ღვინოებს, რომლებიც სრულად გადმოსცემენ ქართული ტერუარის უნიკალურ ხასიათსა და მდიდარ არომატებს.

ბრენდის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც სამმა ბავშვობის მეგობარმა გადაწყვიტა მეღვინეობისადმი საერთო გატაცება დიდ საქმედექცია. ყველაფერი მცირე წარმოებითა და 3 ჰექტარი საკუთარი ვენახით დაიწყო. დამფუძნებლების მიზანი იყო ისეთი ღვინის შექმნა, რომელიც შეინარჩუნებდა ნამდვილ, ცოცხალ ქართულ გემოს, ამიტომაც აქცენტი ხარისხზე, ყურძნის საუკეთესო ჯიშების შერჩევასა და ტრადიციული ქვევრის მეთოდის აღორძინებაზე გაკეთდა. დღეს „გიოს მარანი“ წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს გამორჩეულ საფერავს, ქისის, ახაშენსა და სხვა საფირმო ღვინოებს სთავაზობს.