Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინოები / საფერავი რეზერვი 2022

საფერავი რეზერვი 2022

30.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13%
SKU: 4860110400208

აღწერა

საფერავი რეზერვი (2022), გიოს მარანი. კლასიკური წითელი მშრალი ღვინო კონდოლის მიკროზონიდან, მუქი ალუბლისფერი შეფერილობით. გამოირჩევა მწიფე ალუბლის, მაყვლისა და ქლიავის ჩირის მდიდარი არომატით. გემოზე არის სხეულიანი, კომპლექსური, მწიფე ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 2 ღვინო

გიოს მარანი

კახეთი

„გიოს მარანი“ არის ქართული ღვინის ბუტიკური ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ხედვას. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებულ ღვინოებს, რომლებიც სრულად გადმოსცემენ ქართული ტერუარის უნიკალურ ხასიათსა და მდიდარ არომატებს.

ბრენდის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც სამმა ბავშვობის მეგობარმა გადაწყვიტა მეღვინეობისადმი საერთო გატაცება დიდ საქმედექცია. ყველაფერი მცირე წარმოებითა და 3 ჰექტარი საკუთარი ვენახით დაიწყო. დამფუძნებლების მიზანი იყო ისეთი ღვინის შექმნა, რომელიც შეინარჩუნებდა ნამდვილ, ცოცხალ ქართულ გემოს, ამიტომაც აქცენტი ხარისხზე, ყურძნის საუკეთესო ჯიშების შერჩევასა და ტრადიციული ქვევრის მეთოდის აღორძინებაზე გაკეთდა. დღეს „გიოს მარანი“ წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს გამორჩეულ საფერავს, ქისის, ახაშენსა და სხვა საფირმო ღვინოებს სთავაზობს.