Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

წარაფი 2024

44.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: რქაწითელი
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13%
ფერი: თეთრი

აღწერა

ქვევრის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მშრალი ქარვისფერი ღვინო „წარაფი“ (2024) კახეთიდან, რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობითა და სანელებლების საშუალო ინტენსივობის არომატით. გემოზე გამოირჩევა ცინცხალი მჟავიანობითა და მსუბუქი, მოკლე დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 4 ღვინო

ავთანდილის მეღვინეობა

კახეთი

„ავთანდილის მეღვინეობა“ — კახური ბუტიკური მარანი სოფელ კარდანახიდან, რომელიც ავთანდილ ირომაშვილმა 2021 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს მაღალი ხარისხის ქვევრისა და კლასიკურ ღვინოებს კარდანახის, ახოებისა და წარაფის გამორჩეული მიკროზონებიდან.

ბრენდი ოფიციალურად 2021 წელს ჩამოყალიბდა და ორიენტირებულია ადგილწარმოშობის ღვინოების შექმნაზე. მცირე საოჯახო წარმოება წლიურად 3,000–4,000 ბოთლს უშვებს, თუმცა ვენახების ეტაპობრივი გაშენებით წარმადობის გაზრდას 100 ტონამდე გეგმავს. ადგილობრივ ბაზართან ერთად მარანმა აქტიურად დაიწყო საექსპორტო არეალის გაფართოება ევროპაში (იტალია, გერმანია). ასორტიმენტშია: „წარაფი“, „ქვევრის რქაწითელი“, „საფერავი“, „ქვევრის ალადასტური“, „ალადასტური როზე“ და ბუნებრივად ტკბილი „გვიანი მოსავალი“.