Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / მუკუზანი ქვევრი 2022

მუკუზანი ქვევრი 2022

45.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 14.4%
ფერი: წითელი

აღწერა

მუკუზანი (2022). ქვევრის წითელი მშრალი ღვინო კახეთიდან (მუკუზანი), დამზადებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით. ხასიათდება ლალისფერითა და წითელი კენკრის არომატით. გემოზე გამოირჩევა ხავერდოვანი, ჰარმონიული სხეულითა და სასიამოვნო დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 5 ღვინო

ქეი ჰოუმი

კახეთი

„ქეი ჰოუმი“ არის ავთენტური საოჯახო მარანი კახეთიდან, მუკუზნის მიკროზონიდან, რომელიც აწარმოებს ნატურალურ, ქვევრის ღვინოებს ძველი ქართული ტრადიციების დაცვით.

მარნის ისტორია უკავშირდება ხომერიკების ოჯახს და მათ სურვილს, გააცოცხლონ მუკუზნის უნიკალური ტერუარის შესაძლებლობები. ვენახების მოვლას, ყურძნის მოწევასა და ღვინის დაყენებას ქვევრში თავად ოჯახის წევრები უძღვებიან. „ქეი ჰოუმის“ პირველი კომერციული პარტია ბაზარზე 2020 წლის სიმბოლური მოსავლით გამოვიდა და მას შემდეგ მარანი ერთგულად მიჰყვება ბუნებრივი, მინიმალური ჩარევის მქონე მეღვინეობის პრინციპებს.