Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ხვანჭკარა 2023

79.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: რაჭა
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.5%
ფერი: წითელი

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ხვანჭკარა“ (2023) ხვანჭკარის მიკროზონიდან. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, ალუბლისა და წითელი კენკრის არომატით. გემოზე გამოირჩევა სიტკბოსა და სიმჟავის იდეალური, შეთანხმებული ბალანსით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 12 ღვინო

ნაბერაული

რაჭა

„ნაბერაული ვაინსი“ — პრემიუმ კლასის რაჭული მეღვინეობა სოფელ სადმელში, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს გამორჩეულ ღვინოებს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისგან (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი, ცოლიკოური, რაჭული მწვანე). მარანი აერთიანებს რეგიონის უნიკალურ ტერუარს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ვაზის მოვლის ჭკვიან პრაქტიკას.

მარნის სახელი უკავშირდება მე-17–18 საუკუნეების ისტორიას, როდესაც რაჭის მთებში შემორჩენილ ბერების მარნებში ქართული ვაზის ჯიშები გაიხიზნა და გადარჩა. ამ მემკვიდრეობის პატივსაცემად კომპანიას „ნაბერაული“ ეწოდა. უახლესი ლაბორატორიითა და საწარმოო ხაზით აღჭურვილი მარნის მიზანია რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და ელიტარული ღვინის რეგიონის, საერთაშორისო რუკაზე დამკვიდრება.