აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ (2024) რაჭიდან, ხვანჭკარის მიკროზონიდან. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, წითელი კენკრისა და კოწახურის მკაფიო, ცოცხალი არომატით. გემოზე გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურით, იდეალურად დაბალანსებული სიტკბოთი და ხალისიანი სიმჟავით.
კისკისი ხვანჭკარა 2024

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ნაბერაული ვაინსი“ — პრემიუმ კლასის რაჭული მეღვინეობა სოფელ სადმელში, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს გამორჩეულ ღვინოებს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისგან (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი, ცოლიკოური, რაჭული მწვანე). მარანი აერთიანებს რეგიონის უნიკალურ ტერუარს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ვაზის მოვლის ჭკვიან პრაქტიკას.
მარნის სახელი უკავშირდება მე-17–18 საუკუნეების ისტორიას, როდესაც რაჭის მთებში შემორჩენილ ბერების მარნებში ქართული ვაზის ჯიშები გაიხიზნა და გადარჩა. ამ მემკვიდრეობის პატივსაცემად კომპანიას „ნაბერაული“ ეწოდა. უახლესი ლაბორატორიითა და საწარმოო ხაზით აღჭურვილი მარნის მიზანია რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და ელიტარული ღვინის რეგიონის, საერთაშორისო რუკაზე დამკვიდრება.