Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / ოცხანური საფერე ქვევრი 2023

ოცხანური საფერე ქვევრი 2023

57.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: იმერეთი
ყურძნის ჯიში: ოცხანური საფერე
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12%
ფერი: წითელი

აღწერა

ქვევრის ტრადიციული მეთოდით ოცხანური საფერეს ჯიშისგან დამზადებული მშრალი წითელი ღვინო (2023) სოფელ მეორე სვირიდან (ზესტაფონი). ეს გაუფილტრავი ღვინო გამოირჩევა სრული სხეულით, ცოცხალი მჟავიანობით, შავი ქლიავის, მაყვლისა და ალუბლის მკვეთრი ტონებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 7 ღვინო

მეღვინეობა ორკოლი

სამეგრელო

„მეღვინეობა ორკოლი“ არის გამორჩეული საოჯახო მარანი სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში. ბრენდი, რომლის სახელიც მეგრულად ტრადიციულ საღვინე დოქს ნიშნავს, აერთიანებს დასავლეთ საქართველოს უნიკალურ მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე ხედვას. კომპანია ორიენტირებულია იშვიათი, ენდემური ყურძნის ჯიშების აღდგენასა და პრემიუმ ხარისხის ნატურალური ღვინოების შექმნაზე.

მარანი 2017 წელს ორმა მეგობარმა და ენთუზიასტმა, გიორგი გეგელიამ და ბექა გახარიამ დააარსა. მუხურის ხელსაყრელმა მიკროკლიმატმა და ადგილობრივი ვაზის კულტურის სიყვარულმა ბიძგი მისცა მივიწყებული მეგრული და იმერული ჯიშების გაცოცხლებას. ქვევრის ტრადიციული მეთოდებისა და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომების წყალობით, „ორკოლი“ მალევე იქცა გამორჩეულ სახელს ქართულ ბაზარზე, რომლის პროდუქცია დღეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით გადის.