Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / თავკვერი 2022 კასრში დავარგებული

თავკვერი 2022 კასრში დავარგებული

57.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: ქართლი
ყურძნის ჯიში: თავკვერი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.5%
SKU: 0712

აღწერა

თავკვერი კასრი (2022). წითელი მშრალი ღვინო მუხრანიდან, დავარგებული 12 თვე ფრანგულ მუხაში (ბატონაჟი). გამოირჩევა წითელი კენკრისა და მუხის ელეგანტური ტონებით. გემოზე არის ჰარმონიული, ცოცხალი მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 13 ღვინო

ფერაძის მეღვინეობა

ქართლი

„მეღვინეობა ფერაძე“— პრემიუმ კლასის ქართული მარანი მცხეთაში (არმაზი), რომელიც ირაკლი ფერაძემ 2017 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს 15 სახეობის გამორჩეულ ღვინოს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რჩეული ყურძნის ჯიშებისგან, აერთიანებს 8000-წლიან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ ტექნოლოგიებს.

მარანი საოჯახო ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე წლიურად 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებდა. მაღალი ხარისხისა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, 2024 წელს კომპანიამ არმაზში გახსნა ულტრათანამედროვე საწარმოო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და მაღაზიას. დღეს წარმოება წლიურად 80,000–100,000 ბოთლს აღწევს და მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.