Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / როზე / თავკვერი როზე 2021

თავკვერი როზე 2021

53.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: ქართლი
ყურძნის ჯიში: თავკვერი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 12.7%
ფერი: როზე

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული ვარდისფერი მშრალი ღვინო „თავკვერი როზე“ (2021). ხასიათდება ცოცხალი, ღია ლალისფერი შეფერილობითა და წითელი კენკრის, განსაკუთრებით კი ველური მარწყვისა და ბარბარისის ნაზი არომატით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 15 ღვინო

ფერაძის მეღვინეობა

ქართლი

„მეღვინეობა ფერაძე“— პრემიუმ კლასის ქართული მარანი მცხეთაში (არმაზი), რომელიც ირაკლი ფერაძემ 2017 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს 15 სახეობის გამორჩეულ ღვინოს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რჩეული ყურძნის ჯიშებისგან, აერთიანებს 8000-წლიან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ ტექნოლოგიებს.

მარანი საოჯახო ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე წლიურად 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებდა. მაღალი ხარისხისა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, 2024 წელს კომპანიამ არმაზში გახსნა ულტრათანამედროვე საწარმოო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და მაღაზიას. დღეს წარმოება წლიურად 80,000–100,000 ბოთლს აღწევს და მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.

მსგავსი ღვინოები