Wine Store Orbeliani
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინოები / შავკაპიტო კასრი 2024

შავკაპიტო კასრი 2024

60.50 GEL
მარაგშია
1
ყურძნის ჯიში: შავკაპიტო
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
SKU: 3100

აღწერა

შავკაპიტო კასრი (2024). წითელი მშრალი ღვინო ბოლნისიდან (ქვემო ქართლი), ღია ლალისფერი შეფერილობით. დავარგებულია 12 თვე მუხის კასრში. გამოირჩევა მოცხარის, მაყვლის, ვანილისა და ნაღების მდიდარი არომატებით. გემოზე არის ჰარმონიული და დაბალანსებული, რბილი ხავერდოვანი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 13 ღვინო

ფერაძის მეღვინეობა

ქართლი

„მეღვინეობა ფერაძე“— პრემიუმ კლასის ქართული მარანი მცხეთაში (არმაზი), რომელიც ირაკლი ფერაძემ 2017 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს 15 სახეობის გამორჩეულ ღვინოს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რჩეული ყურძნის ჯიშებისგან, აერთიანებს 8000-წლიან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ ტექნოლოგიებს.

მარანი საოჯახო ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე წლიურად 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებდა. მაღალი ხარისხისა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, 2024 წელს კომპანიამ არმაზში გახსნა ულტრათანამედროვე საწარმოო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და მაღაზიას. დღეს წარმოება წლიურად 80,000–100,000 ბოთლს აღწევს და მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.