Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / საფერავი რეზერვი 2022

საფერავი რეზერვი 2022

48.00 GEL
არ არის მარაგში
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.1%
ფერი: წითელი

აღწერა

კლასიკური მეთოდით დამზადებული წითელი მშრალი ღვინო „საფერავი რეზერვი“ (2022), გამოხდილი საფერავის ჯიშის ყურძნიდან რუისპირის მამულში. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობითა და ტკბილი კენკრის გამოხატული არომატით. გემოზე არის სხეულიანი, სტრუქტურული და გამოირჩევა ცოცხალი, ხალისიანი მჟავიანობით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 5 ღვინო

რუისპირის მამული

კახეთი

„რუისპირის მამული“ (Ruispiri Estate) — პრემიუმ კლასის კახური მეღვინეობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. მარანი ცნობილია უნიკალური, იშვიათი და ავთენტური ქართული ჯიშებისგან (ჯანაანი, ალექსაური და სხვა) დამზადებული მაღალი ხარისხის ქვევრისა და კლასიკური ღვინოებით.

მარანი დაფუძნდა რუისპირის ისტორიული ტერუარის უნიკალური პოტენციალის წარმოჩენისა და ნაკლებად ცნობილი, ენდემური ვაზის ჯიშების აღორძინების მიზნით. „რუისპირის მამულმა“ განსაკუთრებული სახელი გაითქვა ისეთი ექსკლუზიური ღვინოებით, როგორიცაა „ჯანაანი“ და „ალექსაური“, რომლებიც რეგიონის მეღვინეობის თვითმყოფად ხასიათსა და მდიდარ მემკვიდრეობას გამოხატავს.