აღწერა
მუხამწვანე (2023), ბექა კიკნაძე (Wine People). ქვევრის ქარვისფერი მშრალი ღვინო სოფელ ალის 70-წლიანი ვენახიდან. გამოირჩევა ფორთოხლის ცედრის, ატმისა და ტროპიკული ხილის ცოცხალი არომატით. გემოზე არის სხეულიანი, მდიდარი და სასიამოვნო ტანინებით დაბალანსებული.
მუხამწვანე 2023

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
თელიანი ქოლექშენი
კახეთი„თელიანი ქოლექშენი“ (Wine People / ღვინის ხალხი) — „თელიანი ველისა“ და ქართველი არტიზანი მეღვინეების ერთობლივი პროექტი. ბრენდი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირე საოჯახო მარნებს, რათა მსოფლიოს გააცნოს იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული, ლიმიტირებული საკოლექციო ღვინოები.
პროექტი შეიქმნა მცირე და უცნობი მეღვინეების მხარდასაჭერად. „ღვინის ხალხის“ თითოეული ბოთლი ლიმიტირებული ტირაჟით გამოდის და მომხმარებელს კონკრეტული ავტორის ხელწერასა და ისტორიას აცნობს. პირველი კოლექცია ეძღვნება ბოლნისის უნიკალურ მიკროზონას და მის გამორჩეულ ადგილობრივ ღვინოებს (ასურეთული შალა, ჩინებული, ასურეთული შავი და სხვა).