Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / წითელი ღვინო / ქართული წითელი 2015

ქართული წითელი 2015

98.00 GEL
არ არის მარაგში
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%
ფერი: წითელი

აღწერა

საფერავი (2015). წითელი მშრალი ღვინო მუკუზანიდან (კახეთი), მუხაში დავარგებითა და ალუბლისფერი შეფერილობით. გამოირჩევა ალუბლის, შავი მოცვის, შოკოლადისა და კარამელის ნოტებით, ხალისიანი ხასიათითა და მწიფე ტანინებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

ტერა ქისი

კახეთი

„ტერა ქისი“ — ავთენტური ქართული ბუტიკური მარანი, რომელიც 2019 წელს მეღვინე დათა მაჭავარიანმა დააფუძნა. მარანი აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ და კლასიკურ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს კახეთისა და იმერეთის რჩეული ვენახებიდან.

მარანი შეიქმნა ქართული მეღვინეობის ტრადიციების, ბუნებრივი მიდგომებისა და თანამედროვე ხედვის გაერთიანების მიზნით. დათა მაჭავარიანის ხელმძღვანელობით „ტერა ქისიმ“ შექმნა მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ ქართულ ჯიშებს (ქისი, ციცქა, რქაწითელი, ხიხვი), ისე საერთაშორისო ჯიშების საინტერესო ინტერპრეტაციებს (მაგალითად, კაბერნე ფრან როზე).