აღწერა
ელეგანტური და არომატული თეთრი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“, რომელიც დამზადებულია ცოლიკაურის ჯიშის რჩეული ყურძნისგან (2023 წლის მოსავალი). ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, მწიფე ხილის, ატმისა და მინდვრის ყვავილების ნაზი ბუკეტით.
ტვიში 2023

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„შატო სიღნაღი“ არის გამორჩეული ქართული ბრენდი, რომელიც აერთიანებს კახური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები და მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, ავთენტური ღვინოები სიღნაღის რეგიონიდან.
ბრენდის ისტორია უკავშირდება სიყვარულისა და მეღვინეობის ქალაქ სიღნაღს, სადაც ვენახების გაშენება და ქვევრის ღვინის დაყენება საუკუნეების მანძილზე ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი. „შატო სიღნაღი“ დაარსდა იმ მიზნით, რომ გააცოცხლოს მივიწყებული კახური ტრადიციები. ჩვენი ვენახები გაშენებულია საგანგებოდ შერჩეულ მიკროზონებში, რაც განაპირობებს ყურძნის განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. დღეს ბრენდი აწარმოებს როგორც ტრადიციულ ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებულ გამორჩეულ ღვინოებს, რომლებიც წარმატებით იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.