აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „უსახელაური“ (2020) რაჭიდან, სოფელ ძირაგეულიდან. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობითა და მრავალფეროვანი წითელი ხილის მდიდარი არომატით. გემოზე არის მსუბუქი, ელეგანტური, სასიამოვნოდ მოტკბო და იდეალურად დაბალანსებული.
უსახელაური 2020

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„ველეულა“ არის პრემიუმ კლასის ქართული ღვინის ბრენდი რაჭიდან, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ კონცეფციას სთავაზობს — გქონდეთ საკუთარი კუთხე ტრადიციულ რაჭულ მარანში. ბრენდი აწარმოებს მაღალი ხარისხის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოებს ისეთი ავთენტური ყურძნის ჯიშებისგან, როგორებიცაა ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ცოლიკაური და უსახელოური. „ველეულას“ მიზანია რაჭული მეღვინეობის საუკუნოვანი კულტურისა და თანამედროვე სტანდარტების სინთეზით შექმნას გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე სასმელი.
ბრენდის სახელი უკავშირდება რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამავალ მდინარე ველეულას. კომპანია დაარსდა ადგილობრივი მეღვინეობის ტრადიციების აღორძინებისა და რაჭული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით. „ველეულამ“ ტრადიციულ საოჯახო მარანსა და ვენახებს ახალი სიცოცხლე შესძინა ამბროლაურის რაიონის სოფელ ძირაგეულში. ინოვაციური ბიზნესმოდელის საშუალებით, კომპანიამ ღვინის მოყვარულებს მისცა შესაძლებლობა, დისტანციურად გამხდარიყვნენ რაჭული მარნის ნაწილი და მიეღოთ პერსონალიზებული, უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტი უშუალოდ მწარმოებლისგან.