Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

მუკუზანი 2022

38.00 GEL
მარაგშია
1
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
დაყენების მეთოდი: კლასიკური / მუხის კასრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13%
ფერი: წითელი

აღწერა

მუკუზანი (2022). წითელი მშრალი ღვინო კახეთიდან (მუკუზნის ადგილწარმოშობის დასახელება), დამზადებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება მუქი ლალისფერით, შავი კენკრისა და მუხის ნაზი არომატით, სხეულიანი გემოთი, დაბალანსებული ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 8 ღვინო

ვინივერია

კახეთი

„ვინივერია“ — ცნობილი ქართული საწარმოო მარანი კახეთიდან, რომელიც უმაღლესი ხარისხის ტრადიციულ ქვევრისა და ევროპული (კლასიკური) სტილის ღვინოებს აწარმოებს. კომპანია გამოირჩევა ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და კახური ტერუარის საუკეთესო თვისებების ოსტატური წარმოჩენით.

„ვინივერიას“ ისტორია 2005 წელს იწყება, როდესაც თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში საფუძველი ჩაეყარა ქვევრის მარნის მშენებლობას, ხოლო 2006 წელს პირველი რთველი ჩატარდა. 2008-2011 წლებში მარნის მიმდებარედ აშენდა რეგიონის ერთ-ერთი პირველი შატო — „შატო მერე“, რომელიც დღემდე კახეთის წამყვან ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს. ღვინოზე გაზრდილმა მოთხოვნამ კომპანიას ბიძგი მისცა აეგო თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო. 2014 წლიდან „ვინივერია“ აწარმოებს როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდის ღვინოებსა და მუხაში დავარგებულ ჭაჭას, ხოლო მისი პროდუქცია წარმატებით ექსპორტირდება მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში (აშშ, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია, ჩინეთი და ა.შ.).