Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / რქაწითელი

რქაწითელი

ფასის დიაპაზონი GEL

საქართველოში არსებულ 525-მდე ვაზის ჯიშს შორის რქაწითელი პირველია თავისი დადებითი თვისებებისა და გაშენებული ვენახების ფართობების მიხედვით, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია…

ვრცლად
  • 70 ღვინო კოლექციაში

ავანდური წინანდალი 2022

ავანდი
თეთრი მშრალი 12.0%
არ არის მარაგში -30%

კისკისი წინანდალი 2020

ნაბერაული
თეთრი მშრალი 12.5%
არ არის მარაგში
ღვინის შესახებ

რქაწითელი

ღვინოების ნახვა

საქართველოში არსებულ 525-მდე ვაზის ჯიშს შორის რქაწითელი პირველია თავისი დადებითი თვისებებისა და გაშენებული ვენახების ფართობების მიხედვით, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: „გურჯაანი“, „ვაზისუბანი“, „კარდანახი“, „კახეთი“, „ნაფარეული“ (თეთრი), „ტიბაანი“, „წინანდალი“, „კოტეხი“ (თეთრი), „ბოლნისი თეთრი“ და „წარაფი“.

რქაწითლის დაყენების ტექნოლოგია რქაწითელს საქართველოში აყენებენ კახურად - ტრადიციული მეთოდით, სრულ ჭაჭაზე, ქვევრში და ევროპულად - უჭაჭოდ, უჟანგავი ფოლადის ავზებში ან მუხის კასრებში. ასევე, რქაწითელი არის კარგი მასალა ცქრიალა ღვინისთვის.

რქაწითელი, როგორც ისტორია ისტორიკოსების აზრით, რქაწითელი ჩვ.წ. I საუკუნეში წარმოიშვა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ჯიშს გაცილებით ხანგრძლივი ისტორია ჰქონდეს, თუნდაც თავად ქვევრის ასაკიდან გამომდინარე. ქვევრი ტრადიციული ქართული ღვინის დასაყენებელი ჭურჭელია და საქართველოში აღმოჩენილი მისი უძველესი ნიმუში დადასტურებულად, სულ მცირე, 8 000 წლისაა.

რქაწითელი კუპაჟში მიუხედავად იმისა, რომ რქაწითელი ათასწლეულებს ითვლის, ის საკმაოდ მოქნილი ჯიშია და განსაკუთრებულ სინთეზს ქმნის მონათესავე ჯიშებთან. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი კახურ მწვანესთან კუპაჟის შექმნა. Ასევე, ტიბაანის მიკროზონაში დაშვებულია 15%-მდე ხიხვის დამატება.

რქაწითელი სხვადასხვა ქართულ კერძთან როგორც ტრადიციული, ქვევრის, ისე ევროპული წესით დაყენებული კახური რქაწითელი საკმაოდ ბევრ კერძს უხდება - მარტივ სადილს, სხვადასხვა სახეობის ქართულ ყველს (განსაკუთრებით ცხვრის გუდის ყველს), სალათებს, მწვადს, ხაჭაპურსა და ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.