Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად

ხიხვი

ფასის დიაპაზონი GEL

ხიხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს.

ვრცლად
  • 25 ღვინო კოლექციაში

ხიხვი • ქისი პეტნატი 2024

რებელ დრაგონი
თეთრი ბრუტი (მშრალი) 11.5%
ქვევრი

ხიხვი ქვევრი 2023

მეღვინეობა ტიბაანელი
ქარვისფერი მშრალი 14.0%
ქვევრი

ხიხვი ქვევრი 2022

ჩელთის მეღვინეობა
ქარვისფერი მშრალი 13.0%

ხიხვი 2022

ქინძმარაულის მარანი
თეთრი მშრალი 13.0%
არ არის მარაგში

ხიხვი 2024

მტევინო
თეთრი მშრალი 10.9%
არ არის მარაგში ქვევრი
არ არის მარაგში ქვევრი

კარდანახი 2018 შემაგრებული

კარდანახი 1888
ქარვისფერი ტკბილი 18.0%
ქვევრი

ქარვისფერი 2020

კონჭო და კომპანია
ქარვისფერი მშრალი 14.5%
ქვევრი

წარაფი 2021

გოგლას ღვინო
ქარვისფერი მშრალი 12.0%
ღვინის შესახებ

ხიხვი

ღვინოების ნახვა

ხიხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს.

სახელწოდებები თელავისა და ახმეტის რაიონებში ჯიში ატარებს „ჯანანურას“ სახელწოდებას, რომელიც მიღებული აქვს მას ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანიდან, ხოლო გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში – ხიხვის სახელწოდებას.

ისტორია აკად. ივ. ჯავახიშვილმა ხიხვი რქაწითელზე უფრო ხნიერ ჯიშად მიიჩნია, რომლის წარმოშობა ახალი ერის V-VI საუკუნეებს მიაკუთვნა. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გამოჩენამდე ხიხვი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული კახეთში.

შაქარი და მჟავიანობა ხიხვი შაქრის დაგროვების კარგი უნარით ხასიათდება და მასთან ერთად მჟავიანობასაც საკმაო რაოდენობით ინარჩუნებს.

ღვინის სტილები ხიხვის ყურძნიდან როგორც ევროპული, ისე კახური წესით მაღალი ხარისხის ღვინო ყენდება. ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. კახურად დაყენებული კი – მუქი ჩალისფერი, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიულია.

სადესერტო ღვინო ეს სამარკო ღვინო შექმნა სამტრესტის მთავარმა მეღვინემ ვ. კანდელაკმა, იგი მუქი ქარვისფერია, გემო სრული ჰარმონიული აქვს, ტოკაის ღვინოსათვის დამახასიათებელი ბუკეტით. ღვინო შეიცავს 13º ალკოჰოლს, 5-7‰ საერთო მჟავიანობას და 24% შაქარს.

ალკოჰოლი და მჟავიანობა ხიხვის ალკოჰოლიანობა სუფრის ღვინის ნიმუშებში 10,2-დან 14%-მდე აღწევს, ხოლო მჟავიანობა 5,9‰-დან – 8,3‰-მდე.

კუპაჟი ხიხვს ხშირად იყენებდნენ აგრეთვე სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად.