აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული და მუხის კასრში დავარგებული თეთრი შემაგრებული (პორტვეინის ტიპის) ღვინო „კარდანახი“ (2018) კახეთიდან, კარდენახის მიკროზონიდან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით, მწიფე თეთრი ხილისა და ატმის გამოხატული არომატით.
კარდანახი 2018 შემაგრებული
აღწერა
კლასიკური მეთოდით დამზადებული და მუხის კასრში დავარგებული თეთრი შემაგრებული (პორტვეინის ტიპის) ღვინო „კარდანახი“ (2018) კახეთიდან, კარდენახის მიკროზონიდან. ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით, მწიფე თეთრი ხილისა და ატმის გამოხატული არომატით.
ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
2014 წელს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მეღვინეობის ცენტრში — სოფელ კარდანახში, დაფუძნდა კომპანია „კარდანახი 1888“.
საწარმო ფლობს 16 ჰექტარ სრულყოფილ ვენახს, სადაც წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ისე საუკეთესო ევროპული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება:
ქართული ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, კისი, ჩიტისტვალა ბოდბური, მწვანე კახური მწვივანი და საფერავი.
ევროპული ჯიშები: შარდონე, მუსკატი, მერლო, კაბერნე სოვინიონი და პეტიტ ვერდო.
კომპანიის ვენახები გაშენებულია განსაკუთრებული მიკროკლიმატით ცნობილ ახოებისა და ცარაფის დასახელების ადგილის ზონებში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.