აღწერა
ხიხვი (2023), ფერაძის მეღვინეობა. კლასიკური მეთოდით დამზადებული და მუხის კასრში დავარგებული თეთრი მშრალი ღვინო ახმეტიდან (კახეთი), ჩალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა თეთრი ხილისა და მოხალული თხილის დახვეწილი არომატებით. გემოზე არის ხალასი, სხეულიანი, ცინცხალი მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
ხიხვი კასრი 2023

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე
„მეღვინეობა ფერაძე“— პრემიუმ კლასის ქართული მარანი მცხეთაში (არმაზი), რომელიც ირაკლი ფერაძემ 2017 წელს დააფუძნა. მარანი აწარმოებს 15 სახეობის გამორჩეულ ღვინოს კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის რჩეული ყურძნის ჯიშებისგან, აერთიანებს 8000-წლიან ქართულ ტრადიციებსა და ევროპულ ტექნოლოგიებს.
მარანი საოჯახო ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე წლიურად 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებდა. მაღალი ხარისხისა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, 2024 წელს კომპანიამ არმაზში გახსნა ულტრათანამედროვე საწარმოო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და მაღაზიას. დღეს წარმოება წლიურად 80,000–100,000 ბოთლს აღწევს და მნიშვნელოვან ენოტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.