Wine Store Orbeliani
ფასდაკლებები და აქციები რჩეული ღვინოები განსაკუთრებულ ფასად
მთავარი / კატალოგი / თეთრი ღვინო / დარსა ხიხვი ქვევრი 2022

დარსა ხიხვი ქვევრი 2022

55.00 GEL
არ არის მარაგში
რეგიონი: კახეთი
ყურძნის ჯიში: ხიხვი
დაყენების მეთოდი: ქვევრი
მოცულობა: 0.75 L
ალკოჰოლი: 13.5%

აღწერა

ქვევრის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მშრალი ქარვისფერი ღვინო „ხიხვი“ (2022) კახეთიდან. ხასიათდება მუქი ქარვისფერი შეფერილობით, მინდვრის ყვავილების, მწიფე მსხლისა და სანელებლების მდიდარი არომატით. გემოზე არის სრულსხეულიანი, ჰარმონიული და დაბალანსებული ხავერდოვანი ტანინებით.

ხელმისაწვდომია დეგუსტაციაზე

ანტონ ფურცელაძის ქ. 16 (ორბელიანის მოედანი)

მეღვინეობის შესახებ 14 ღვინო

მეღვინეობა ეკლიპსე

კახეთი

„ეკლიპსე“ — თანამედროვე პრემიუმ კლასის მეღვინეობა კახეთში, ყვარელში (ქინძმარაულის მიკროზონა). კომპანია ფლობს 35 ჰექტარ ვენახს ნეკრესის ისტორიულ ფერდობებზე და აწარმოებს საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ კლასიკურ და ქვევრის ღვინოებს ქართული (საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი) და ევროპული ვაზის ჯიშებისგან.

მეღვინეობა დააფუძნეს IT ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, რომელთაც კალიფორნიის, საფრანგეთისა და იტალიის წამყვანი მარნების გამოცდილება საქართველოში გადმოიტანეს. 2019 წლიდან კომპანიამ გააშენა იტალიური სანერგედან (VCR) ჩამოტანილი და ადგილობრივი ნერგები, აღიჭურვა წამყვანი ევროპული ტექნოლოგიებით (Bucher Vaslin, Seguin Moreau, Artenova-ს ამფორები) და ააშენა 20-ქვევრიანი თანამედროვე მარანი. პირველივე მოსავლიდან (2020) „ეკლიპსეს“ ღვინოებმა („ცისკარი“, „ალიონი“, „ფელიზი“, „ესაბი“) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე, როგორიცაა Decanter, IWSC, London Wine Competition და სხვა.