ხვანჭკარა მზადდება რაჭაში, ამბროლაურის რაიონის მიკროზონაში, ორი აბორიგენული ჯიშის – ალექსანდროულისა და მუჯურეთულის – კუპაჟით. ღვინის სახელი ადგილს უკავშირდება და არა ყურძნის ჯიშს, ამიტომ „ხვანჭკარა" ყურძენი არ არსებობს.
ვრცლად- 10 ღვინო კოლექციაში
- 10.5–12.0% ალკოჰოლი
ხვანჭკარა
ღვინოების ნახვახვანჭკარა – რაჭის ადგილწარმოშობის დასახელების ნახევრადტკბილი წითელი ღვინო
ხვანჭკარა მზადდება რაჭაში, ამბროლაურის რაიონის მიკროზონაში, ორი აბორიგენული ჯიშის – ალექსანდროულისა და მუჯურეთულის – კუპაჟით. ღვინის სახელი ადგილს უკავშირდება და არა ყურძნის ჯიშს, ამიტომ „ხვანჭკარა" ყურძენი არ არსებობს. ღვინის წარმოება თავადმა დიმიტრი ყიფიანმა XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. 1907 წელს „ყიფიანის ღვინომ" ოსტენდის ფესტივალზე ოქროს გრან-პრი მოიპოვა, 2010 წლიდან კი ხვანჭკარა ადგილწარმოშობის დასახელების კანონით არის დაცული.
- ფერი
- მუქი ლალისფერი, ინტენსიური და გამჭვირვალე.
- არომატი
- მარწყვის, ალუბლისა და წითელი კენკროვანი ხილის ტონები.
- გემო
- ხავერდოვანი და ჰარმონიული, დახვეწილი სიტკბოთი და ზომიერი მჟავიანობით.
- ალკოჰოლის შემცველობა
- 10.5–12.0%.
- რა კერძებს უხდება
- ქართულ კერძებს, მწვადს, ყველსა და კენკროვან ან შოკოლადის დესერტებს.
- სერვირება
- 14–16°C ტემპერატურაზე; რეკომენდებულია დალევამდე 15–20 წუთით ადრე გახსნა.